საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის    N 85/01-01 05/05/2025 ბრძანება)  

  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2024 - 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

  • განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა );
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  • 2024 - 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2024 წლის 12 აგვისტოდან 2025 წლის 4 მარტის ჩათვლით)  სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა, მათ შორის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის).
  • 2024 - 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2024 წლის 12 აგვისტოდან 2025 წლის 4 მარტის ჩათვლით)  სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები  (მხოლოდ თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები, დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ფაკულტეტის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის თავფურცელი)
  • დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

 

შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელს დაამზადებს თავად საფაკულტეტო კომისია.

 

საბუთები მიიღება:  13,14,15,16 მაისის 17საათამდე  VI კორპუსი, # 201, 10:00 -17:00 სთ

 

პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება: არაუგვიანეს 22 მაისს

 

აპელაცია :  22 მაისის13სთ-მდე

 

საბოლოო შედეგები გამოცხადება:  არაუგვიანეს  23 მაისს

 

გისურვებთ  წარმატებებს

თარიღი: 08/05/2025